საუდის არაბეთში ქალებს სპეციალური საოჯახო ტაქსის მძღოლად მუშაობის ნება დართეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Saudi Gazette იუწყება.
საუდის არაბეთის სახელმწიფო სატრანსპორტო სააგენტოს განცხადებით, ქალი ტაქსის მძღოლები მგზავრების აყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სულ მცირე ერთი მგზავრი ქალი იქნება. ასევე ქალ ტაქსის მძღოლებს ეკრძალებათ წინ მამაკაცის დაჯენა.
საოჯახო ტაქსების ექსპლუატაციის ლიცენზიას დარეგისტრირებულ სატრანსპორტო კომპანიებზე გასცემენ.
შეგახსენებთ, რომ წელს საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის ნებართვა ისტორიაში პირველად დართეს.