როგორ გამოიყურება შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი? რეკრეაციული ზონის გაშენების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.ციხისძირიდან შეკვეთილში ასწლოვანი ხეების გადაზიდვის პროცესს, მათ შორის სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტით, ბოლო ორი წელია მთელი საქართველო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგიური პარკის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.