Loyal Capital Group S.A საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Loyal Capital Group S.A საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარე სასამართლო დავაზე, რომელიც სამი ქვეყნის სასამართლოში მიმდინარეობს.

„2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Loyal Capital Group S.A. იყო რუსთავის აზოტის ქარხნის საბოლოო მესაკუთრე კომპანია. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია Sistema და ს.ს. „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის „BGEO Group“–ის წინააღმდეგ. დავის საგანია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები. რამდენადაც ცნობილია, რუსული კომპანია Sistema, Georgia Capital (BGEO Group-ის გაყოფის შედეგად დაფუძნებული კომპანია) და EU Investment სავარაუდოთ, აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისებაზე ბატონ Sri Prakash Lohia-სთან დაკავშირებულ კომპანიასთან. ბ-ნი Lohia, არის ინდონეზიური Indorama Corporation დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელიც არის ქიმიური ინდუსტრიის გლობალური მოთამაშე.

დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში, უფრო მეტიც ლუქსემბურგში რუსული კომპანია სისტემას წინააღმდეგ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ასეთ ვითარებაში რუსთავის აზოტის გასხვისებასთან დაკავშირებული ყველა მხარე შესაძლოა გახდეს სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, ხოლო აქტივების შემძენი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.