შპს “ევროლაინი”-ს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტი ახლა უკვე თქვენს წინაშეა - უმაღლესი ხარისხი, მუდმივი ფასდაკლება და მიწოდების სწრაფი სერვისი ერთ სივრცეში www.georgita.ge- ზე !
www.georgita.ge გთავაზობთ მუდმივ, 5%-იან, ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „ჯორჯიტას“ ერთგულ მომხმარებლებს ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ ევროპაში ცნობილი ბრენდების როგორც საკვები, ასევე საოჯახო ქიმიისა და ჰიგიენური კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
დღეიდან, ეწვიეთ ვებ-გვერდს, www.georgita.ge და ონლაინ კალათაში საუკეთესო ფასად მოათავსეთ ფრანგული და იტალიური მცენარეული ზეთი, ხელნაკეთი მაკარონი, გენუის ტრადიციული პესტო თუ ზღვის უნიკალური მარილი. მათთვის, ვინც მაღალი ხარისხის უგლუტენო პროდუქციას ეძებს, Dr.Schär- ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა ახლა უკვე ჯორჯიტას ონლაინ დახლებზეა! წამყვანი ევროპული ბრენდების ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante” -ს გამორჩეული კოლექცია და ბევრი სრულიად ახალი პროდუქტი უკვე ინტერნეტ სივრცეში ელის ერთგულ მომხმარებლებს.
www.georgita.ge - ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები მუდმივი ფასდაკლებით!
სუპერმარკეტი „ჯორჯიტას“ ისტორია 17 წელს ითვლის. პირველი ევროპული სუპერმარკეტი საქართველოში 2001 წელს იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. კომპანიის სახელწოდება - „ჯორჯიტა“, სწორედ აქედან გამომდინარეობს - „ჯორჯია“ და „იტალია“. ჯორჯიტას ისტორიას ქმნიდა და შექმნის მისი ერთგული მომხმარებელი, რადგან წარმატების ფორმულა ორმხრივი ნდობისა და ერთგულების შედეგია.
ჯორჯიტას სუპერმარკეტების ქსელი თბილისის მასშტაბით 3 სუპერმარკეტს ფლობს : ა.წერეთელი გამზ. N.116, ს.ცინცაძის N.26 , თაქთაქიშვილის 12/12ა (ყოფ. რიგის ქუჩა).
ნოემბრის ბოლოს ,ჯორჯიტას კიდევ ერთი ახალი მაღაზია შეემატება ქალაქს - ვაკე , შროშის ქ. #2.
თქვენთან შეხვედრის მოლოდინში...
ჯორჯიტა- ხარისხის მეგობარი
(R)