ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „ღვინო და კულინარიის “ შემსწავლელი კურსი 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

„სწავლების მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ღვინის და ვაზის ისტორია; თანამედროვე ტენდეციები ქართულ კულინარიაში და გამჭვირვალე სამზარეულო; ღვინის არომატები და დაგემოვნება; ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში და ა.შ.

ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო ტრენინგებს ატარებს. გასულ წელს ტურიზმის სფეროში დასაქმებული 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, მათ შორის: გიდები, განთავსების და კვების ობიექტების თანამშრომლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.