ღვინის მოხმარების კუთხით საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ამის შესახებ მოწმობს იმ კვლევის შედეგები, რომელიც პარიზის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა. მათი მონაცემებით პარიზელებმა 2017 წელს 5,32 მილიონი ჰექტოლიტრი (1 ჰექტოლიტრი=100 ლიტრი) ღვინო მიირთვეს. ეს კი 709 მილიონ ბოთლს უდრის.
რეიტინგში პარიზმა მოახერხა გაესწრო ისეთი ქალაქებისთვის როგორებიცაა რეინ-რური, ბუენოს-აირესი, მილანი, ლონდონი. ხოლო ათეული დაასრულეს ნიუ-იორკმა, ლოს-ანჟელესმა, რომმა, ბერლინმა და ტოკიომ.
გაზეთმა Le Figaro პარიზის პირველი ადგილი განმარტა იმ ფაქტით, რომ დედაქალაქში მდებარეობს 20 ათასამდე რესტორანი, კაფე-ბარი და სასტუმრო. გარდა ამისა, პარიზი და მისი შემოგარენი 1 315 სუპერმარკეტს ითვლის. ქალაქში ასევე იმარტება 1000-ზე მეტი კონგრესი და 400 პროფესიონალური გამოფენა. პარიზელების თითქმის 60% სულ ცოტა ერთ ბოკალ ღვინოს მიირთმევს კვირაში ერთხელ მაინც. ლიდერის სტატუსი ასევე განპირობებულია თავად ქალაქის სტატუსით, რომელიც ერთგვარი ფუძემდებელია ყველაფერში, რაც მოხმარების ბაზარს უკავშირდება.
კოკა კვირკველია