CEB საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ, ევროპის განვითარების ბანკის (CEB) საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სფეროში მიღწეული წარმატებების ფონზე, ევროპული საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსთვის პრიორიტეტული პროექტები და მიმართულებები, რომელიც ბანკისთვის ინტერესს წარმოადგენს.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო ურთიერთობის დეტალებზე შეთანხმდნენ.