ოჰაიოში გადასახადების გადახდა უკვე ბიტკოინებით არის შესაძლებელი

შტატი ოჰაიო ამ კვირიდან გახდა პირველი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ციფრული ვალუტა ბიტკოინის გამოყენებით შესაძლებელი გახდა გადასახადების გადახდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

თავიდან ბიტკოინის მიზანი იყო, ის გამხდარიყო ფართოდ გამოყენებადი ვალუტა გადახდებისას. მაგრამ ოჰაიოს ხაზინის ხელმძღვანელმა ჯონ მენდელმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გამოყენება უკეთესია ბიზნესის მხრიდან გადასახადების გადახდისას, მისი სიმარტივიდან, დაცულობიდან, გამჭვირვალობდიან და სხვა პლიუსებიდან გამომდინარე, რომელიც გადახდების განხორციელებას მობილურიდანაც შესაძლებელს ხდის.

ამ დროისთვის შტატში 23 გადასახადია, რომლის გადახდაც შესაძლებელია ამ ციფრული ვალუტით. ადგილობრივ ბიზნესს გადასახადების გადახდა გადამხდელებს ვებ-გვერდ OhioCrypto.com-ის საშუალებით შეუძლიათ. ხაზინის განცხადებით, სამომავლოდ გადასახადების გადახდა სხვა ციფრული ვალუტებითაც იქნება შესაძლებელი.

ბეOhioCrypto.com-ის განცხადებით, გადახდის ეს საშუალება არის შტატის ხელისუფლების ინოვაციური მიდგომება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის აქტიურად გამოყენებაში. შტატი დიდ იმედებს ამყარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალზე. თუცმა ამ დროისთვის უცნობია, რამდენად გაამართლებს ამ კვირაში დანერგილი ეს სიახლე.

კოკა კვირკველია