კორპორაცია Google-მა საკუთარი სათაო ოფისის ახლოს, ქალაქ მაუნთინ-ვიუში საოფისე კომპლექსი შეიძინა, რაშიც ერთი მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ გაზეთი San Francisco Chronicle წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ წელს სან-ფრანცისკოს უძრავი ქონების ბაზარზე ეს არის უმსხვილესი გარიგება. Google -ის წარმომადგენლებმა გაზეთს დაუდასტურეს, რომ კომპლექსი შეიძინეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.
გაზეთი წერს, რომ საუბარია 12 საოფისე შენობაზე, რომელთა საერთო ფართი 74 ათასი კვადრატული მეტრია. და ამ ოფისებში შესაძლებელია 5 ათასი თანამშრომლის განთავსება. კომპლექსი მანამდე ეკუთვნოდა სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. ტელეკომპანია CNBC აღნიშნავს, რომ კომპანია Google-ს აქამდე ამ შენობის ნაწილი ჰქონდა დაქირავებული.
ნოემბერში გაზეთი The Wall Street Journal წერდა, რომ Google გეგემავდა გაფართოებას ნიუ-იორკში მდებარე ოფისში და ამისთვის აპირებდა საოფისე ფართების შეძენას, სადაც განათავსებდა 12 ათას თანამშრომელს. ეს კი ამ მეგაპოლისში დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას ნიშნავს.
Google - ეს არის საზოგადოებრივი კოორპორაცია, რომელიც ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა 1998 წელს როგორც კერძო კომპანია ისე დაარეგისტრირეს, ახლა კი გახლავთ ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფინანსური ბრუნვაც 110 მილიარდი დოლარია.
კოკა კვირკველია