თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის აზოტის ქარხანას, 2017 წლის იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამუშაო ადგილზე აღდგენა, კომპენსაციისა და განაცდური ხელფასის გადახდა დაეკისრა.ამით თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავის აზოტის ქარხნის მუშების საქმეზე, რუსთავის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2017 წლის იანვარში, საწარმოს ახალმა მეპატრონემ 350 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და მსვლელობები მოჰყვა. გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომელმა, სამსახურში აღდგენის, კომპენსაციისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, პროფკავშირებთან ერთად სასამართლოს მიმართა.
როგორც საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ, სავარაუდოდ კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.