ავტრალიური ავიაკომპანია Qantas 2018 წლის კომპანიად დასახელდა. ამის მიზეზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ფრენის შესრულება გახდა.
ფრენა ავსტრალიის ქალაქ პერთიდან ლონდონამდე განხორციელდა, სულ 14 496 კილომეტრი.
დაჯილდოვების ცერემონია ბერლინში გაიმართა. აღნიშნული ჯილდო განკუთვნილია ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისთვის და ინდივიდუალური პიროვნებებისთვის, რომლებიც ავიაციის სფეროში წარმატებულები არიან.
CAPA- ს (ავიაციის ცენტრი) აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ჰარბიზონის განცხადებით, Qantas ჯგუფის დირექტორმა ალან ჯოისმა „ნამდვილად განსაკუთრებულის" ჯილდო მოიპოვა.
Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ავიაკომპანიის სახელით მადლობა გადაუხადა CAPA-ს და მის 30 ათას თანამშრომელს. მისი თქმით, კომპანიის ასეთი წარმატება თანამშრომლებზეა დამოკიდებული.
2018 წლის აგვისტოში კომპანიას 1.6 $ მილიარდიანი მოგება დაუფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტით გაიზარდა.
გარდა ამისა, ლონდონამდე უწყვეტი ფრენის გარდა, სექტემბრიდან Qantas- მა პირდაპირი რეისები დაიწყო მელბურნიდან-სან-ფრანცისკოს მიმართულებით.
ლიკა ამირაშვილი