საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.61 %, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 40.39 % მიიღო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესული 3648 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.61% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 1143111 ხმა. აღნიშნული ინფორმაცია ცესკო-ს სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 774468 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.39 %-ია. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3648, რაც რაც საარჩევნო უბნების 98.76%-ია.