რა ანაზღაურება ექნება და ვინ არის „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი მამუკა წერეთელი გახდა.ის საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით იქნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების საფუძველი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

„ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით, იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი „საკანონმდებლო ცვლილებებთან“ შესაბამისობა. შესაბამისად, „ბანკი“ გეგმავს, აირჩიოს „სამეთვალყურეო საბჭოს“ კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი წევრობის კანდიდატი სრულად დააკმაყოფილებს როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ისე დამოუკიდებელი წევრის სტატუსის განსაზღვრისთვის სავალდებულო/რეკომენდებულ მოთხოვნებს და ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი არ იქნება აღნიშნულის წინააღმდეგი,“-აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა წერეთლის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 ამერიკული დოლარი იქნება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ მამუკა წერეთელი საქართველოში შპს „თელედას“ 36%-იან წილს ფლობს. ცნობისთვის, კომპანიის საქმიანობის სფეროს ღვინით ვაჭრობა; ღვინის წარმოება; მევენახეობა; მეღვინეობა და ყურძნის გადამუშავებაა.