"ალდაგი" ავტომფლობელებს ერთდღიან დაზღვევას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" ავტომფლობელებს გზის ერთდღიანი დაზღვევის პროდუქტს სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკები ერთი დღით მხოლოდ 10 ლარად და იმგზავრონ მშვიდად 12 საათის განმავლობაში.

"გზის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ქალაქის გასასვლელებში არსებულ სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. გზის დაზღვევის შესაძენად ავტომფლობელს მხოლოდ 5 წუთი დასჭირდება", - აცხადებენ კომპანიაში.