რა თანხა დაიხარჯება 2019 წლის ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილია 9 800 000 ლარი.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანით არის განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხარჯებისთვის 9 409 000 ლარს შეადგენს, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 391 000 ლარია.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად, 5 მილიონი ლარი იქნება.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტს, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილია 9 800 000 ლარი, რაც თითქმის 4 მილიონით ნაკლებია 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. შარშან ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 13 194 600 ლარი დაიხარჯა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს ხმა 59,54%-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი 40,46%-მა.