ავტომატური შერჩევის ბარათით პენსიონერმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოიგო!!!

დაარსებიდან 9 თვეში „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ ჯეკპოტი უკვე მეორედ გათამაშდა.ლატარიის კომპანიის ცნობით, ლოტო „6/36“-ის მეორე ჯეკპოტის - 547 235 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი თბილისიდან ივანე სომხიშვილი, რომელსაც მოგებული თანხა უკვე გადაეცა.

"ივანე სომხიშვილი ლატარიას სისტემატურად თამაშობს. მან ტრადიციას არც 16 ნოემბერს უღალატა და, ჩვეულებისამებრ, ლოტო „6/36“-ის ბილეთი თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ნაცნობ ჯიხურში გათამაშებამდე ერთი საათით ადრე ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათზე ციფრების კომბინაციას კომპიუტერი არჩევს. და ის, სულ რაღაც, ერთ საათში ჯეკპოტის მფლობელი გახდა.

„სისტემატურად ვთამაშობ ლოტო „6/36“-ს, არცერთი გათამაშება არ ჩამიგდია. ჯეკპოტი რომ მოვიგე, მეორე დღეს გავიგე, სიხარულისგან გონი არ მეკითხებოდა. მოგებული თანხით შვილიშვილს, რომელიც მალე დაოჯახებას გეგმავს, ბინას შევუძენ და გავურემონტებ. მართლაც რომ სასწაულია, რომელსაც არანაირად არ ველოდი. მადლობა ამ სიხარულისთვის „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - განაცხადა ივანე სომხიშვილმა.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დაარსების დღიდან, ანუ 9 თვეში, 12 მილიონ ლარამდე მოგება გასცა. გახდი მილიონერი და დაუჯერე ნიშნებს, მოგება შეუძლია ყველას!",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.