საქართველოში საწარმოთა 1.4%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომელიც საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ჩატარდა.
შედეგების მიხედვით, საწარმოთა 98.6%-ს 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.
ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 32,1% და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები – 29,0%. ამასთან, საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს
(3G,4G), ხოლო 17,5% - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).
2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ამ კატეგორიის საწარმოებში დასაქმებულთა 44,4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს, ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 40,3%-ით.
კვლევის მიხედვით, საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 38,5%, ხოლო საწარმოთა 51,5% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარ-მოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (24,4%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (22,5%).