სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა შორის, ყველაზე მაღალი თვიური საშუალო ხელფასი საფინანსო სფეროში მომუშავეებს აქვთ.ხოლო ყველაზე მცირე, განათლებაში დასაქმებულებს.
კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საფინანსო საქმიანობით დაკავებულთა საშუალო თვიური ხელფასი - 2403 ლარია. მას მოსდევს მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი, რაც საშუალოდ, 1748 ლარს შეადგენს. უძრავი ქონებითა და იჯარით მომსახურების გაწევაზე დასაქმებულებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება - 1436 ლარია. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა - 1359 ლარი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი 1298 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა სფეროებს, სამთომოპოვებითი მრეწველობით დასაქმებულების საშუალო თვიური ხელფასი - 1283 ლარია; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება - 1248 ლარი; თევზჭერა - 1124 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 998 ლარი; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნებით ვაჭრობა და რემონტი - 985 ლარი; დამამუშავებელი მრეწველობა - 937 ლარი; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 888 ლარი; სასტუმროები და რესტორნების საქმიანობა - 864 ლარი; სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 740 ლარი; ხოლო განათლება - 595 ლარი.