ონლაინ-მაღაზია Amazon-ი ამერიკის ციფრული რეკლამის ბაზარზე მესამე ადგილზე იმყოფება.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პირველ და მეორე პოზიციებზე არიან Google და Facebook, რომლებიც უკვე წლებია ამ ბაზარზე ლიდერობენ. მათ საერთო წილი ბაზარზე 61%-ს შეადგენს, ხოლო Amazon-ის მხოლოდ 4%-ს.
გარდა ამისა, კომპანიამ უკვე დაიწყო აგრესიული პოლიტიკა საკუთარი სარეკლამო ბიზნესის განსავითარებლად. კომპანია eMarketer-ის პროგნოზით, 2018 წელს Amazon-ის შემოსავლებმა მხოლოდ რეკლამიდან გაიზრდება 5,83 მილიარდ დოლარამდე, ხოლო კიდევ ერთ კომპანიაში Cowen & Co. დარწმუნებული არიან, რომ ხუთ წელიწადში ეს ციფრი 28,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მსგავსი ზრდის ტემპით კი მსოფლიოს წამყვანი სატელევიზიო კომპანიები ვერ დაიკვეხნიან - აცხადებენ კომპნიაში GroupM.
სპეციალისტები Amazon-ის ზრდის ამ ტემპებს ხედავენ თავად კორპორაციის ბუნებაში. როგორც ისინი ამბობენ, მათი ციფრული რეკლამის ლომის წილი მოდის საკუთარ საიტზევე. გამყიდველები უხდიან Amazon-ს, რათა პროდუქციის დასახელების სათავეში მოიქცნენ. გარდა ამისა, Amazon-ი იძლევა საშუალებას რეკლამა განათავსოთ სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ეთერების ტრანსლირებისას და პროდუქციის მიწოდებისას ყუთებზე განთავსების დროსაც. თუმცა ესეც არ არის სრული ჩამონათვალი. Amazon-ი ეხმარება ბრენდებს, მათი პროდუქციის რეკლამირება სხვა საიტებზეც განათავსონ და ამას გარდა, მათ გააჩნიათ საკუთარი კლიენტების სარეკლამო პლატფორმები. დაბოლოს, Amazon-ს აქვს ხმოვანი ასისტენტი Alexa. მსგავსი კომპლექტაცია კი არ გააჩნიათ არც Google და არც Facebook-ს - აცხადებენ ანალიტიკოსები.
კოკა კვირკველია