აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თეთრ სახლში ამზადებს შეხვედრას მსხვილ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან , მათ შორის, იქნებიან Google და Microsoft. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წერს.
მისი წყაროს ცნობით, „მრგვალი მაგიდა“, რომელიც მომდევნო ხუთშაბათს გაიმართება დაეთმობა ინოვაციების განხილვას , რომელიც ამერიკისთვის უზრუნველყოფს ლიდერის როლს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მომავლის ინდუსტრიებში.
როგორც მოსალოდნელია შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ Google და Microsoft ხელმძღვანელები სუნდერ პაჩაი და სატია ნადელი, Oracle-ის თანადირექტორი საფრა კაცი, Qualcomm-ის ხელმძღვანელი სტივენ მოლენკოფი, Blackstone Group-ის ხელმძღვანელი სტივენ შვარცმანი. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები მათ შორის სავარაუდოდ, ასევე შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და მობილური ქსელ 5G-ის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება მიმართულია დაძაბულობის მოხსნისკენაც , რომელიც წარმოიშვა ბოლო დროს თეთრი სახლის ადმინისტარციასა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა მანამდე გააკრიტიკა Google იმის გამო, რომ ის პირველ რიგში იმ მედიასაშუალებების ინფორმაციებს უგდებს საძიებო სისტემაში მომხმარებლებს, რომლებიც პრეზიდენტის წინააღმდეგ არიან განწყობილები.
როგორც The Wall Street Journal წერს, Google-ს გენერალური დირექტორი 5 დეკემბერს თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ამერიკის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე მოხსნებით უნდა წარსდგეს. ის სხვადასხვა თემების გარდა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების და ჩინეთში საძიებო სისტემის ჩაშვების საკითხებსაც მოიცავს, რომელიც ადგილზე მკაცრი ცენზურის წინაშე დგას.
კოკა კვირკველია