„რიყის დოქების“ მომავალი - მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 290 მიმდინარე, 228 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული; 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც რიყის პარკში მდებარე ე.წ. რიყის დოქების ფუნქციას ეხება. კერძოდ, მოქალაქის აზრით, ნაგებობაში ქართული ვაზის (ყურძნის), ქვევრის, ღვინის მუზეუმი უნდა გაკეთდეს.

„ერთ დოქში წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი, კახეთი) მეორე დოქში დასავლეთ და სამხრეთ საქართველო. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მნახველებს გააცნობს მეღვინეობის სამშობლოს და ინტერესს აღუძრავს, რომ მეღვინეობის ტრადიციები საქართველოს რეგიონებში მოგზაურობით უფრო ახლოს გაიცნოს. შესაძლებელია აუდიო - ვიდეო ინფორმაციის დემონსტრირება, ღვინის დეგუსტაცია და სასუვენირო ნიმუშების რეალიზაცია. ყოველივე ეს კი ღვინის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს,“-აღნიშნული მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 29 იანვრამდეა შესაძლებელი.