რა თანხის გადახდა მოუწევს დამსაქმებელს, დასაქმებულის უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევაში?  (+ვიდეო)

პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის უბედური შემთხვევა დააზღვიოს.

ამას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს. დღეისათვის უცნობია, რა ლიმიტით და როგორი პირობებით ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კანონი ბუნდოვანია და შესაბამისად, კონკრეტული სტანდარტების შემოღებას ითხოვენ.

კომპანიებისთვის სადაზღვევო პაკეტის ფასისა და ასანაზღაურებელი ზარალის ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგებიან დამსაქმებელთა ასოციაციაში. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს.

სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ბევრად იაფი დაუჯდებათ და ეს თანხა წლიურ ჭრილში, კონკრეტულ ადამიანზე, 10 ლარს არ გადააჭარბებს.

წყარო: PALITRANEWS.GE