ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 28.4 მლნ ლარით გაიზარდა და 426 მლნ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.