სენაკის მცხოვრებლებს წყალი ოთხსაათიანი გრაფიკით მიეწოდებათ

აბაშისა და სენაკის გაერთიანებული სერვის-ცენტრის ტერიტორიაზე, ნოსირის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს საქლორატორო შენობის სრულ რეაბილიტაციას, თანამედროვე ტიპის დაქლორვის ახალ ტექნოლოგიას და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებას, რომელიც გააუმჯობესებს წყლის ხარისხს.

ასევე რეაბილიტაციას ექვემდებარება 500 მ-იანი წყალშემკრები ავზი, რის შედეგადაც მოსახლეობის წყალმომარაგება მოხდება ხანგრძლივი გრაფიკით და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

სამუშაოები გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში, რა დროსაც სენაკის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს შეზღუდული, 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, რისთვისაც კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის.