ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული. რეგისტრაცია, ასევე, შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge
მერიის ცნობით, ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით 23 000-მდე ტაქსია რეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.