„Chanel“-მა ნატურალური ბეწვეულისა და ტყავის გამოყენებაზე უარი თქვა

„Chanel“-ის მოდის სახლის fashion-მიმართულების პრეზიდენტის, ბრუნო პავლოვსკის განცხადებით, მისი კომპანია ნატურალურ ბეწვეულსა და ეგზოტიკური ცხოველების ტყავს აღარ გამოიყენებს.

ამის შესახებ მან „Women`s Wear Daily“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კონკრეტულად, აკრძალვა ვრცელდება გველის, ნიანგისა, ხვლიკისა და სკაროსის ტყავებზე. ეგზოტიკური ცხოველების ტყავი ხელოვნური მასალებით ჩანაცვლდება. ბეწვეულზე საუბრისას, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანამდეც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდნენ პროდუქციას ამ ნატურალური მასალებისგან.

სამოდელო სახლის ამ განცხადებას ცნობილი ბრიტანული ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია „PETA“ უკვე მიესალმა და სხვა სამოდელო სახლებსაც მოუწოდა, „შანელის“ მაგალითს მიბაძონ.

ცნობლია, რომ ნატურალურ ბეწვეულზე უკვე თქვეს უარი Gucci, Armani, Versace და John Galliano-მ.