ივლისის აქცია „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში

თბილისში მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტებში ივლისის აქცია მიმდინარეობს.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე თვეს კომპანიამ აქცენტი ძირითადად ზაფხულის სეზონისთვის აქტუალურ პროდუქტებზე გააკეთა. შესაბამისად, „ნიკორას“ ქსელში, საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ნაყინი "პლომბირი" ალუბლითა და შოკოლადით, ხსნადი ყავა "მაკკოფე ორიგინალი" და "ნესკაფე" კლასიკი, ნალექიანი ყავა „ლებო“ და წვენი "ჯუსი".

პეტრე-პავლობის მარხვასთან დაკავშირებით, „ნიკორას“ სუპერმარკეტი მომხმარებელს სამარხვო პროდუქციაზეც სთავაზობს აქციას. კერძოდ, ივლისის განმავლობაში, კომპანიის ქსელში აქცია „მზარეულის“ ფენოვან ცომს, „სლობოდას“ სამარხვო მაიონეზს, ზეთს, დაკონსერვებულ ბარდასა და სოკო შამპინიონს ეხება.

ამას გარდა, აქციაშია პელმენი "გურმანი", არაყი "მედოფი" ორიგინალი , ჩაი "გრინფილდი", მოხალული მიწის თხილი, ზეთისხილის მაიონეზი "სლობოდა" და "პროვანსალი". არაყი "გრადუსის" შეძენის შემთხვევაში კი, „ნიკორას“ სუპერმარკეტის მომხმარებლები საჩუქრად 2 ცალ ენერგეტიკულ სასმელ "ბლუს" მიიღებენ.

(R )