საქართველოს რეგიონებში თევზის წარმოების მოცულობით კახეთი ლიდერობს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული იყო სულ 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 35.1 % კახეთის რეგიონზე მოდიოდა. მეორე ადგილს იკავებდა შიდა ქართლი 26.6 %-ით, ხოლო მესამე ადგილს გურიის რეგიონი - 14.3%- ით.
რაც შეხება სხვა რეგიონებს, გასულ წელს წარმოებული თევზის 9,2% - აჭარაზე, 5%- სამცხე-ჯავახეთზე, 3,4%, - სამეგრელო-ზემო სვანეთზე, 2, 9% - იმერეთზე, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 3,5% მოდიოდა.
ამასთან, წარმოებული თევზის 57% მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5% კობრისებრთა, ხოლო 3.7 % ზუთხისებრთა ოჯახის სახით არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევების ფართობს, 51, 6% ტბორებს, 47,7% - წყალსაცავებსა და ბუნებრივ წყალსაცავებს, ხოლო - 0,6% აუზებს მიეკუთვნება.
კერძოდ, 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა - 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელოზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა.
2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში - 1.8 ჰექტარს, გურიაში - 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, წელს პირველად ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა გამოიკითხა.