„დანკინი” საქართველოში უკვე 24 რესტორნით არის წარმოდგენილი

„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმის ცენტრში, აბაშიძის ქუჩა #9-სა და სავაჭრო ცენტრ “მეტრო სითიში” „დანკინის“ ორი ახალი რესტორანი გახსნა.

შესაბამისად, აჭარაში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის უკვე სამი რესტორანია წარმოდგენილი. პირველი „დანკინის“ რესტორანი შავიზღვისპირეთში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ლეგენდარული ამერიკული ბრენდი მთელს საქართველოში უკვე 24 რესტორნით იქნება წარმოდგენილი.

“ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამ წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის „დანკინის“ რესტორნების ფართო ქსელის შექმნა. „დანკინი“ საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში უდაო ლიდერია და კომპანიის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება 2019 წელს. კომპანიის გაძლიერებაში ასევე მნიშვნელოვან როლს შეიტანს ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ამა წლის სექტემბერში კომპანიის რებრენდინგთან დაკავშირებით მიიღეს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში “დანკინ დონატსის” რესტორნები 2019 წლიდან “დანკინის” ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები”, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

აღსანიშნავია ის, რომ რებრენდინგის შემდეგ საქართველოში უკვე ახალი ბრენდის ქვეშ - “დანკინის” პირველი რესტორნები ქ. ბათუმში გაიხსნა. დეკემბრის მეორე ნახევარში ქ. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე გაიხსნება “დანკინის” კიდევ ერთი რესტორანი. როგორც ახალი რესტორანი ლესელიძის ქუჩაზე, ასევე ყველა რესტორანი, რომელიც მომავალში გაიხსნება იფუნქციონირებს “დანკინის” ბრენდის ქვეშ. ის რესტორნები კი, რომლებიც დღეისათვის “დანკინ დონატსის" ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებენ უახლოეს პერიოდში “დანკინის” ბრენდის ქვეშ დაიწყებენ ოპერირებას.

bpn

“ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ გადაწყვიტონ დილას, შუადღეს თუ საღამოს სად ისიამოვნონ მადისაღმძვრელი კერძებით. განსაკუთრებით გვახარებს ის დადებითი სიგნალები, რომლებიც რებრენდინგის შემდეგ იკვეთება. ჩვენი კომპანიის ყოველდღიური გაყიდვების 50% ყავაზე და ყავის პროდუქტებზე მოდის და ეს მაჩვენებელი მთელი ჩვენი ქსელის რებრენდინგის შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, სენდვიჩების ასორტიმენტს ჩვენ კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებთ და მომხმარებლებს დამატებით კერძებს შევთავაზებთ“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საქართველოში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის “დანკინი” შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ამას გარდა, “დანკინის” რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი უგემრიელესი სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა მრავალი. კომპანიის ბრუნვის 25% კი მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის.

(R)