Samsung-მა iPhone-ს გადაასწრო და 2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ლიდერი გახდა

სამომხმარებლო პროდუქციის ტესტირებისა და ხარისხის კვლევითმა საეთაშორისო ორგანიზაციამ International Consumer Research & Testing, ICR, რეგიონში წლის საუკეთესო სმარტფონი გამოავლინა.

რეიტინგის მიხედვით, ტოპ ათეულის ლიდერი Samsung Galaxy Note 9 გახდა. მეორე და მესამე ადგილი კი Phone XS Maх-მა და iPhone XS-მა დაიკავა. ხუთეულშია ასევე, Samsung Galaxy S9 და Samsung Galaxy S9+.

ექსპერტების მიერ შედგენილი რეიტინგის მეექვსე ადგილზეა Samsung Galaxy S8, მეშვიდეზე - Huawei Mate 20 Pro, მერვეზე - iPhone XR, მეცხრეზე Samsung Galaxy S8+,ხოლო მეათე ადგილი iPhone 8 +-მა და Huawei P20 Pro-მ გაიყო.

აღსანიშნავია, რომ International Consumer Research & Testing ICR-ის ექსპერტებმა სმარტფონები 229 პარამეტრით შეამოწმეს. მათ შორის იყო ეკრანისა და კამერის ხარისხები, პროცესორის სიძლიერე და სხვა.

საერთო ჯამში, ორგანიზაციამ სმარტფონების 415 მოდელი შეისწავლა. მათგან 106 გაყიდვაში აღარ არის, თუმცა ისინი არქივში მოიპოვებიან და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ახალ მოდელებს შეადარონ.

ნინი ქეთელაური