საქართველოს მთავრობა „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს.ამის შესახებ მთავრობის 4 დეკემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.
საუბარია, „კომერციული საიდუმლოების გაუმჟღავნებლობის“ შესახებ გასაფორმებელ შეთანხმებაზე.
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, მთავრობასა და MAZON.COM, INC-ს შორის შეთანხმებაზე საქართველოს სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას მიენიჭა.