ნოდარ ხადური EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს, ფრანსის მელიჟეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე EBRD-ის აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მოხდება იმ პრიორიტეტული პროგრამების შერჩევა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.