როგორ გამოიყურება 2018 წლის 10 ინოვაციური ცათამბჯენი - Designboom-ის რეიტინგი (+ფოტო)

საერთაშორისო ინტერნეტ-გამოცემა Designboom-მა 2018 წლის ათი ყველაზე ინოვაციური ცათამბჯენის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს როგორც უკვე აშენებულს, ასევე დაპროექტებულებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ყველაზე ინოვაციურ ცათამბჯენს.

Tulip

2018 წლის ნოემბერში 305 მეტრიანი ცათამბჯენის გეგმა შეიქმნა, რომელიც ლონდონში აშენდება. ცათამბჯენი „ტიტების“ პროექტი არქიტექტურული ბიურო Foster + Partners- ის მიერ შემუშავდა.

Green Spine

2018 წლის აგვიტოში არქიტექტურულმა სტუდიამ UNStudio- მ განაცხადა, რომ ავსტრალიის ცენტრში მელბურნში აშენდება წყვილი ცათამბჯენი, რომელიც ერთმანეთთან ტერასებით და ვერანდებით იქნება დაკავშირებული.

მაჰანახონი

2018 წელს ტაილანდში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა დასრულდა. მაჰანახონის ცათამბჯენი ბანკოკში გერმანიის არქიტექტურული ბიურო Ole Scheeren-ის მიერ შეიქმნა. მისი სიმაღლე 314 მეტრია.

Shenzhen Energy Mansion

დანიური კომპანია Bjarke Ingels Group-მა 2018 წელს ჩინეთში ცათამბჯენის მშენებლობა დაასრულა, რომელსაც ტალღის მსგავსი ფასადი აქვს. კოპლექსი 220 და 120 მეტრიანი კოშკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება.

130 William

2018 წელს ბრიტანეთის არქიტექტურულმა სტუდია Adjaye Associates-მა წარადგინა ნიუ-იორკის კოშკის გეგმა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მანჰეტენში აშენდება. შენობის სიმაღლე 240 მეტრის და 66 სართულიანი იქნება. პროექტის მიხედვით, ცათამბჯენი 244 ბინისთვისაა განკუთვნილი.

ხის ცათამბჯენის პროექტი

ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენის მშენებლობას სათავეში იაპონური კომპანიები Sumitomo და Nikken Sekkei ჩაუდგნენ. შენობის სიმაღლე 350 მეტრი იქნება და ტოკიოს ცენტრში განთავსდება. მშენებლობის დასრულება 2041 წელს იგეგმება.

Morpheus

2018 წელს მაკაოში მარფოსის სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, რომელიც ბრიტანულმა არქიტექტურულმა ფირმა Zaha Hadid ააშენა. ცათამბჯენი არის მართკუთხა კოშკი, რომელსაც სამი ხვრელი აქვს.

Norra tornen

არქიტექტურული ფირმა OMA-მ 2018 წელს სტოკჰოლმის ჩრდილოეთით საცხოვრებელი პირველი კოშკის მშენებლობა დაასრულა, რომელიც 125 მეტრიანია და 182 ბინაა განთავსებული.

შანხაის კოშკი

2018 წელს კოშკი ჩინეთში ყველაზე მაღალი შენობა გახდა. კოშკი 127 სართულიანი და 632 მეტრიანია. პროექტზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო.

Duo კოშკები

2018 წელს სინგაპურში Ole Scheeren-ის სტუდიამ ორი DUO სკულპტურული კოშკის მშენებლობა დაასრულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლიკა ამირაშვილი