მსოფლიო ტურიზმის სექტორში კონკურენცია იზრდება - Airbnb-ი, Booking-ი და TripAdvisor-ი ტურისტების გართობაზეც იზრუნებენ

ადამიანები მოგზაურობის დროს გართობაზე სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ.ამიტომ, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, სასტუმრო ოპერატორები და ონლაინ სერვისების მიმწოდებლებს, როგორებიც არიან Airbnb-ი, Booking-ი, Expedia და TripAdvisor-ი, სურთ, რომ მომხმარებელს გართობის სერვისიც მიაწოდონ. შესაბამისად, ისინი ამ გადაწყვეტილებით შეეცდებიან, რომ ტურიზმის ბიზნესში ციფრული რევოლუცია უფრო სრულყოფილი გახადონ.

Phocuswrigth-ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ტურისტების მხრიდან მოგზაურობისას გართობაზე დახარჯული თანხა 21%-ით 159 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მაგრამ დღემდე ტურისტები გართობის სერვისს ან ტურისტულ სააგენტოებში ყუდულობენ ან უბრალოდ ქალაქებში სეირნობისას. ზოგიერთი მსხვილი სასტუმრო დამსვენებელს გართობის სერვისს თავად სთავაზობს, თუმცა ამაში საკომისიოს იღებენ.

„ეს არის ტურიზმის სფეროს ერთადერთი ბოლო მომსახურება, რომელიც მთლიანად არ არის ონლაინში გადასული“, - განაცხადა Euromonitor International-ის ტურიზმისა და მოგზაურობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ბრემნერმა.

„ტურისტულ სააგენტოებს ჯერჯერობით ონლაინ-კონკურენტების გამოჩენის არ ეშინიათ, რამდენადაც ისინი მომხმარებლებს ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობენ“, - ამბობს American Society of Travel Advisors-ის ხელმძღვანელი ერიკა რიხტერი. მისივე თქმით, მომსახურების მაღალი დონის გამო ტურისტები მაინც სააგენტოებთან მივლენ.

TripAdvisor-ში აცხადებენ, რომ ექსკურსიების და გასართობი ღონისძიებების დაჯავშნა არის ყველაზე სწრაფად მზარდი შემოსავლის წყარო. გასულ წელს კომპანიამ ამ მომსახურებით 180 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

Booking-მა კი აგვისტოში ამერიკაში სერვისი Booking Experiences-ი გაუშვა, რომელიც ტურისტებს გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი რამ პაპატლა ვარაუდობს, რომ ეს სერვისი ლოიალური კლიენტების მოზიდვაში დაეხმარება.

Airbnb-მ Experiences-ის სერვისი 2 წლის წინ ჩაუშვა. უკვე დღეს Airbnb ტურისტებს მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში 15 000-მდე გართობის სერვისს სთავაზობს. „იდეა ისაა, რომ ერთხელ Airbnb ხდება სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულად ორგანიზება გაუწიოს თქვენს მოგზაურობას ", - ამბობს Airbnb Experiences-ის ხელმძღვანელი ჯო ზადე.