ევროპაში ყველა ძვირად ღირებული ნაძვის ხე დადგეს

გერმანულმა კომპანიამ, რომელიც ოქროთი ვაჭრობს, ევროპაში ყველაზე ძვირფასი საშობაო ნაძვის ხე დადგა. ის მთლიანად ოქროს მონეტებისგან შედგება.

ნაძვის ხის ღირებულება, მთლიანობაში, 2.3 მილიონ ევროდ ფასდება.

„ოქროს ფასი იზრდება, არადა რამდენიმე თვის წინ, მისი ფასი საგრძნობლად დაეცა, ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანები სწავლების კურსს გადიან და სულ უფრო მეტ ოქროს იძენენ“ - განაცხადეს კომპანიაში.

მბზინავი პირამიდას ფორმის ნაძვის ხე მიუნხენში, „Goldhaus Pro Aurum“-ში მდებარეობს, რომლის სიმაღლე 3 მეტრია. კომპანიის თანამშრომლებმა მის ასაწყობად საათზე ცოტა მეტი დრო დახარჯეს.