აშშ-ს უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი Altria Group-ის განცხადებით, კომპანია გეგმავს 1,8 მლრდ დოლარის ინვესტიციას კანადურ Cronos Group Inc-ში, რომელიც სამედიცინო დანიშნულების კანაფის წარმოებით არის დაკავებული.
როგორც Altria-ს განცხადებაში წერია, შედეგად მის კუთვნილებაში გადავა კომპანიის 45%. შეთანხმება სავარუდოდ, 2019 წლის პირველ მეოთხედში გაფორმდება. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას 1,4 მილიარდ კანადურ დოლარამდე, რომელიც ამერიკული კომპანიის წილს 55%-მდე გაზრდის.
Cronos გახდება Altria-ს ექსკლუზიური პარტნიორი მარიხუანას აქტიურად განვითარებად ბიზნესში.
Altria მსოფლიოს უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების რიცხვშია, მისმა შემოსავლებმა 2017 წელს 25,58 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან სუფთა მოგება კი 10,2 მილიარდი დოლარი იყო.
2018 წლის ივნისში კანადაში ნება დართეს მარიხუანას მოხმარებაზე რეკრეაციული მიზნებისთვის. ქვეყანაში კანაფის თავისუფალი გაყიდვა 17 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
კოკა კვირკველია