Citi-იმ ამერიკა-ჩინეთის სატარიფო ომისგან მიყენებული დანაკარგი დათვალა

მსოფლიო ბაზრებზე აქტივების ღირებულება 5-10%-ით უფრო ძვირი ეღირებოდა, რომ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებში კამათი - ამის შესახებ კომპანია Citi Private Bank-ის ანალიტიკოსი დევიდ ბეილინი აცხადებს.

როგორც ექსპერტმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სავაჭრო ომები რჩება მთავარ რისკებად 2019 წელსაც. გარდა ამისა, მან ინვესტორებს Brexit-ის და იტალიური ბანკების რისკების გათვალისწინებაც ურჩია.

ბეილინის თქმით, Citi Private Bank-ში ელოდებიან აქციებზე შემოსავლის ზრდის ტემპების შემცირებას მოსალოდნელი 16%-ის ნაცვლად 8%-მდე. ამასთან, 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შენელდება 3,3% -მდე.

ექსპერტი ინვესტორებს მოუწოდებს, მომავალ წელს ინვესტიციების განხორციელებისას საქმეს მიუდგნენ შერჩევითი პრინციპით.

კოკა კვირკველია