ამ წუთებში იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია.შესაბამისად, იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის შესაძლებლობა არავის აქვს. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა რაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს.
იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.