ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.

კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის მე-3 კვარტალში 322.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

„საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

ამასთან, 2018 წლის მე-3 კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40.4 პროცენტი შეადგინა.