სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის მე-3 კვარტალში 322.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 15.4 პროცენტით, მეორე ადგილზეა კორეა - 12.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 10.3 პროცენტით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ლიდერობს ნიდერლანდები, რომლის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა - 49.7 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს - კორეა 40.2 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 33.1 მლნ დოლარის მოცულობის განხორციელებული ინვესტიციით აზერბაიჯანია. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და პანამა ინაწილებენ, შესაბამისად, 32.1 მლნ და 27.7 მლნ დოლარის მოცულობით.