ახალქალაქში, რომელიც კარტოფილის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი რეგიონია, გასულ კვირას პროდუქტი საშუალოდ, 5 თეთრით გაძვირდა.შედეგად, საშუალო კარტოფილის ფასი 45-55 თეთრს, ხოლო ნარჩევის (რომელიც 48-50 თეთრი ღირდა) 55 თეთრს გაუტოლდა.
East Fruit -ის ექსპერტების შეფასებით, ახალქალაქსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის ფასის ზრდა დაკავშირებულია აზერბაიჯანიდან გააქტიურებულ საბითუმო მყიდველთან.
როგორც ადგილობრივი ფერმერები, ემზარ გვარამაძე, თეიმურაზ ხმალაძე და თენგიზ მელიქიძე აცხადებენ, აზერბაიჯანელი მყიდველები 1 კგ საშუალო ხარისხის კარტოფილში 45-48 თეთრს სთავაზობენ და შერჩევის გარეშე დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ქართველი მყიდველები კი მზად არიან კარტოფილი 50- 55 თეთრად შეიძინონ, თუმცა მცირე რაოდენობით და ისიც შერჩევით.