ხელსაყრელი  შეთავაზება Coral Travel-ისგან

თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ სად დაისვენოთ, Coral Travel-ი ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებულ პროდუქტს სთავაზობს - დასვენებას ანტალიაში ყველაზე იაფად!

სასტუმრო-კომპლექსი Xanadu Resort Hotel-ი, რომელიც  135 000 კვ.მ ტერიტორიაზეა გაშლილი, ანტიკური და თანამედროვე დიზაინის იდეალური შეხამებაა. სასტუმრო უკვე 14 წელია არ კარგავს აქტუალობას და უცვლელი მასპინძელია ევროპელი სტუმრებისთვის. სასტუმროში კომფორტი და მომსახურების ხარისხი დეტალებამდეა გათვლილი.

სასტუმრო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, საუკეთესო სამზარეულოთი, სპა ცენტრით და გასართობი შოუ პროგრამებით გამოირჩევა. მასშტაბური, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სანაპირო, სადაც იშვიათი, წითელ წიგნში შეტანილი კუს სახეობა Loggerhead Sea Turtle Caretta ბინადრობს.  ცნობილია, რომ კუს ეს სახეობა მხოლოდ იდეალურად სუფთა გარემოში გვხვდება. მათი ნახვა  სწორედ Xanadu Resort Hotel-შია შესაძლებელი.

ტუროპერატორი Coral Travel-ი ქართულ ბაზარზე წელს შემოვიდა და მოგზაურობის და მაღალი ხარისხის დასვენების სიძვირეზე მანამდე არსებული ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია.

სასტუმროს ვიდეო იხილეთ ლინკზე: ხელსაყრელი შეთავაზება Coral Travel-ისგან