გუდამაყარში, ფშავში და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დავითაშვილის თქმით, ასეთი დაცული ტერიტორიის შექმნა ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს.
„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. აქ იქნება ერთობლივი მართვა და ერთობლივად განხორციელდება პროექტები მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავში და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.