საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირებამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს მთავრობა ვერ ხედავდა.მისი თქმით, პურის ფასის მომატებამ გამოიწვია მთავრობის ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით.
"ჩვენ აქამდე ვერ ვხედავდით არასამართლიანი კონკურენციის პირობებს. დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან რა თქმა უნდა, გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პურის ფასის გაძვირება, ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე და კი, არის ისეთი სიტუაცია, რასაც შეიძლება გამოეწვია პურის ფასის ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე აწეულია ხორბლის ფასი", - განაცხადა ქობულიამ.