კონკურენციის სააგენტო ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას შეისწავლის

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებასდა დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს. 

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მათი მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი.

„საქართველოს პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს“, - ნათქვამია განცხადებაში.