ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სასესხო დავალიანების ჩამოწერის აქციას ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ერთი წუთით გადავდოთ ე.წ. ვალების ჩამოწერის პოლიტიკური შინაარსის საკითხი და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ.
ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას”, რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და დღეს უკვე ტექნიკური შესრულებაც კი ხარვეზიანია.
და ზუსტად ამითი ის სამწუხაროდ 100% -ანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს,“- წერს ქადაგიძე.