„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, ზამთრის საბურავებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ზამთრის საბურავის შეძენისას გადახდილი თანხის 40% „თეგეტა ქარდზე“ უკან ბრუნდება.
კომპანიის ცნობით, აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
„40%-იან ქეშბექთან ერთად, ასევე შეგიძლიათ, ისარგებლოთ Bridgestone-ს ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს იმას, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ საბურავს ან აგინაზღაურებთ საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხას.
„თეგეტა ქარდზე“ დარიცხული თანხა შეგიძლიათ, გამოიყენოთ 31 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტას“ ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებების და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის ან სერვისის შესაძენად, თეგეტას ქსელში“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.
მათივე ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს წინასწარი ჩაწერის სერვისსაც სთავაზობს, რომლის საშუალებითაც სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.
ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი სასურველ მისამართზე მოგაკითხავთ და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით (reservation.tegetamotors.ge), ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44“, - აცხადებენ „თეგეტაში“.