პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე vali.ge–ზეა ატვირთული.მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, (მაგალითად: http://wali.ge/) სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები.
“ამიტომ, თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge“, – აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში.