საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე დევიდ ლიპტონი ამბობს, რომ „გლობალური ეკონომიკის თავზე ქარიშხლის ღრუბლები გროვდება“ და მთავრობებს და ცენტრალურ ბანკებს ახალი კრიზისის გამკლავება გაუჭირდებათ.
„ბლუმბერგთან“ საუბრისას, ლიპტონი ამბობს, რომ ფონდი უკვე ორი წელია, მთავრობებს აფრთხილებს და „სახურავის შეკეთებას“ ურჩევს, რათა „შტორმისგან“ დაცულები იყვნენ. მაგრამ თვლის, რომ კრიზისისთვის მზადებას ვერ ხედავს და რომ მთავრობები მეტწილად უკანა პლანზე ტოვებენ რჩევებს.
„ცენტრალური ბანკები არატრადიციული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევენ. მაგრამ ამ მეთოდების ეფექტურობა გაურკვეველია, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა“, - ამბობს ლიპტონი.