საქართველოში მანდარინის მოსავლის რეალიზაცის პროცესი ამ ეტაპზე უპრობლემოდ მიმდინარეობს.ამის შესახებ East Fruit-თან აჭარის ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ.
ფერმერთა ნაწილი მოსავალს, შემდგომ მათი დახარისხებისა და შეფუთვის მიზნით საწარმოებს გადასცემს. რეგიონში ასეთი სულ 30-მდე საწარმოა, რომელიც პროდუქციას ექსპორტისთვის ამზადებს და შემდეგ მის რეალიზაციასაც თავადვე ახდენს.
საშუალო ხარისხის მანდარინის ფასი 40-დან 70 თეთრამდე მერყეობს. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც არასტანდარტულ მანდარინს ყიდულობენ. შედარებით დაბალი ხარისხის მანდარინის ფასი 20 თეთრია და მისი შესყიდვა სახელმწიფო სუბსიდიით ხორციელდება.
ფერმერების ნაწილი კი პროდუქციის რეალიზებას თავადვე ახდენს. როგორც ფერმერები ემზარ თხილაიშვილი და მალხაზ კენჭაძე აცხადებენ, წელს ისინი მხოლოდ შიდაბაზარზე იქნებიან ფოკუსირებული.